კახა კალაძე: მაქვს საფუძველი იმისა, რომ არ ვენდო კვლევებს, განსაკუთრებით – პოლიტიკურ ნაწილში

თბილისის მერმა, კახა კალაძემ „ენდიაის“ კვლევის შედეგებთან დაკავშირებით მთავრობის საქმიანობის შეფასების შესახებ განაცხადა, რომ მას აქვს საფუძველი არ ენდობოდეს ამ კვლევებს, განსაკუთრებით პოლიტიკურ ნაწილში.
„2012 წლიდან მოყოლებული ჩვენ შეგიძლია ამოვიღოთ მათ მიერ ჩატარებული ნებისმიერი კვლევა, შედეგები და ვნახოთ, თუ როგორ ვითარდებოდა შემდეგ მოვლენები. შესაბამისად, მაქვს საფუძველი იმისა, რომ არ ვენდო კვლევებს, განსაკუთრებით – პოლიტიკურ ნაწილში”, – განაცხადა კალაძემ.
​თბილისის მერმა კომენტარი გააკეთა კვლევის იმ ნაწილზე, სადაც პრემიერის, პრეზიდენტის, პარლამენტის თავმჯდომარისა და თბილისის მერის რეიტინგში თავად ლიდერობს. მისი თქმით, ყველაზე კარგი საზომი მოსახლეობასთან შეხვედრებისას საზოგადოების განწყობა და მის მიმართ დამოკიდებულებაა.
“ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის საზოგადოებასთან კომუნიკაცია, ურთიერთობა, რაც მე მაქვს ყოველდღიურ რეჟიმში”, – განაცხადა კახა კალაძემ

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები