მაია ცქიტიშვილი: ვაგრძელებთ გარკვევას, რამდენად შეძლებს შემოთავაზებული ინვესტორი, ჩაანაცვლოს ამერიკული კომპანია „კონტი ჯგუფი“

​ვიცე-პრემიერის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება მამუკა ხაზარაძის განცხადება ანაკლიის პორტის პროექტის პოტენციური ინვესტორის „მერიდიან კაპიტალ ლიმიტედის“ უარით გასტუმრების შესახებ. როგორც მან აღნიშნა, მიმდინარეობს მუშაობა იმის გასარკვევად, თუ რამდენად შეძლებს შემოთავაზებული ინვესტორი, ჩაანაცვლოს ამერიკული კომპანია „კონტი ჯგუფი“.
„არათუ არ გამიგდია ინვესტორი ოთახიდან, არამედ ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან ერთად ვაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ მივიღოთ მეტი ინფორმაცია და ვიმსჯელოთ ეს კონკრეტული ინვესტორი რამდენად შეძლებს ჩაანაცვლოს 45%-იანი წილის მქონე ამერიკული კომპანია „კონტი ჯგუფი. ამ კომპანიასთან და ნებისმიერ სხვა ინვესტორთან, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში ინვესტიციების განხორციელებას აპირებენ, მთავრობას აქვს ყურადღებიანი და პოზიტიური დამოკიდებულება. ჩვეულებრივ საქმიან რეჟიმში ვაგრძელებთ ურთიერთობას ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან და პირველ რიგში, მუშაობა მიმდინარეობს ამ შემოთავაზებული ინვესტორის შეთანხმების პროცედურებთან დაკავშირებით”,– აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები