მამუკა ბახტაძე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროექტისთვის ბიძინა ივანიშვილსა და ფონდ „ქართუს” მადლობას უხდის

0

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროექტისთვის პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილსა და ფონდ „ქართუს” მადლობას უხდის. ამის შესახებ მამუკა ბახტაძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში” წერს.

„გუშინ გაიმართა საქართველოს უახლეს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური საგანმანათლებლო სივრცის – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პრეზენტაცია. 2020 წლის სექტემბრიდან უნივერსიტეტი სტუდენტების პირველ ნაკადს მიიღებს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან.

განათლების – ეროვნული იდეს არსი სწორედ, იმაში მდგომარეობს რომ საქართველო იქცეს განათლების კერად რეგიონში და ამ მიზნის მისაღწევად მსგავსი მასშტაბის უმაღლესი საგანმანათლებლო ცენტრებია საჭირო.

განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ითანამშრომლებს მსოფლიოს წამყვან ტექნოლოგიურ ცენტრებთან და ძირითადად მოამზადებს უმაღლესი კატეგორიის ინჟინრებს, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჩვენი ეკონომიკისთვის.

მინდა, მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს და ფონდ „ქართუს” ამ ისტორიული პროექტისთვის”, – წერს მამუკა ბახტაძე.

კომენტარები

კომენტარი