„მთავარი ამოცანა ადამიანების კეთილდღეობის ამაღლება და მათთვის ცხოვრების ღირსეული პირობების შექმნაა“

ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის ინფორმაციით, მთავრობა მომავალი წლის ბიუჯეტის პრიორიტეტებზე აქტიურ რეჟიმში მუშაობს.
მისივე განცხადებით, ბიუჯეტის შედგენისას მთავარი ამოცანა ადამიანების კეთილდღეობის ამაღლება და მათთვის ცხოვრების ღირსეული პირობების შექმნაა.
„დეტალურად გავდივართ ყველა სამინისტროს სურვილებს. მოგეხსენებათ, რომ მთლიანი ბიუჯეტი დგება იმ ინიციატივებისა და პროგრამებისგან, რომლებსაც ესა თუ ის სამინისტრო აპირებს რომ განახორციელოს, გააგრძელოს დაწყებული საქმე ან დაიწყოს ახალი პროექტები. პირველ რიგში, როდესაც ვსაუბრობთ მოქალაქეზე ორიენტირებულ ბიუჯეტზე, რა თქმა უნდა, ვგულისხმობთ ყველაზე დაუცველ სოციალურ ჯგუფებზე ზრუნვას. რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ეს იქნება წყალმომარაგება რეგიონებში, საგზაო სამუშაოები, საბავშვო ბაღები თუ ამბულატორიები, ამ შემთხვევაშიც მთავარი ამოცანა ადამიანების კეთილდღეობის ამაღლება და მათთვის ცხოვრების ღირსეული პირობების შექმნაა“, –განაცხადა ცქიტიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები