დავით ზალკალიანი: დარწმუნებული ვარ, 2020 წლის არჩევნებზე საზოგადოება ზუსტ შეფასებას მისცემს მთავრობის საქმიანობას

ვფიქრობ, საზოგადოებრივი აზრის ყველაზე რეალური გამოხატულება არის არჩევნებში მათი დამოკიდებულება მთავრობის მიმართ, პოლიტიკური პარტიების მიმართ და ეს იყო გამოხატული წინა არჩევნებზე, – ამის შესახებ „ენდიაის“ კვლევებთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

მინისტრი დარწმუნებულია, რომ 2020 წლის არჩევნებზე საზოგადოება ზუსტ შეფასებას მისცემს მთავრობის საქმიანობას.

„ჩვენ გვქონდა არა ერთი შემთხვევა, როცა გამოკითხვის შედეგები არ ემთხვეოდა არჩევნების შედეგებს. ვფიქრობ, საქართველოს მთავრობის საქმიანობა მიმართულია ქვეყანაში კეთილდღეობის გაუმჯობესებისკენ, ეკონომიკური ზრდა, რომელიც გვაქვს უპრეცედენტოა საგარეო გამოწვევების ფონზე. მართლაც ფაქტია, რომ უამრავი საგარეო გამოწვევა არსებობს, მათ შორის, უსაფრთხოების კუთხით, იგივე ოკუპაცია, რომელიც სერიოზული გამოწვევაა და აისახება მთავრობის საქმიანობაზეც, მათ შორის, ეკონომიკური მიმართულებით“, – განაცხადა ზალკალიანმა.

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა“ (NDI) და „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 60 პროცენტი მთავრობის საქმიანობას უარყოფითად აფასებს, 32 პროცენტი კი, დადებითად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები