კახა კალაძე მორატორიუმზე: დაველოდოთ თუ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული

თბილისის მერი კახა კალაძე პრეზიდენტის გადაწყვეტილებას მორატორიუმთან დაკავშირებით აფასებს და მიიჩნევს, რომ მორატორიუმის გამოცხადება კანონის გადახედვას უკავშირდება და კონკრეტული შედეგის მიღების მოტივით მოხდა.

“როდესაც პირველად იქნა გადაწყვეტილება მიღებული შეწყალებებთან დაკავშირებით ამის შემდეგ მოვისმინეთ პრეზიდენტის განცხადება კანონის გადახედვაზე, რომელიც ანიჭებს უფლებამოსილებას პრეზიდენტს შეწყალებასთან დაკავშირებით, შესაბამისად, დაველოდოთ თუ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული და ვფიქრობ, პრეზიდენტის მიერ მორატორიუმი ზუსტად ამის გამო გამოცხადდა”,- განაცხადა თბილისის მერმა.

შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილმა შეწყალებაზე მორატორმიუმი გამოაცხადა. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, შეწყალების საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები ჰქონდა პარლამენტის თავმჯდომარესთან და მომავალი კვირიდან შეწყალების საკითხზე სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რომელიც შეწყალების ახალ წესებს დაადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები