თინა ხიდაშელი სალომე ზურაბიშვილზე: ჯერ ეგონა თავად იყო ბრძენი, ახლა რისხვაში მოჰყვა და საერთოდ გაებუტა კონსტიტუციას

გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მსჯავრდებულთა შეწყალებაზე მორატორიუმს აცხადებს, თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი ეხმაურება.
ხიდაშელი შესაბამის პოსტს ფეისბუქის პირად გვერდზე აქვეყნებს.
ანუ რა გვითხრა პრეზიდენტმა:
– უფლებამოსილების განხორციელებას ჯეროვნად ვერ ვახერხებ, ამიტომ თვითშეზღუდვაში ვიქნებიო;
– უფრო გასაგებად, კონსტიტუციით მინიჭებული ერთადერთი რეალური უფლების გამოყენებაზე უარს ამბობს, იმიტომ, რომ არ იცის როგორ გაართვას თავი;
– ამასობაში ის იცის, რომ არ იცის, მაგრამ რჩევის კითხვა არც კი მოსდის აზრად და შეწყალების კომისიაზე არც ერთი სიტყვა. რად უნდა, ჯერ ეგონა თავად იყო ბრძენი, ახლა რისხვაში მოჰყვა და საერთოდ გაებუტა კონსტიტუციას;
– კიდევ ის გავიგეთ, რომ მედიას კრიტიკის კალენდარი დაუდგინა, გარეთ რომ ვარ ქვეყანას წარმოვადგენ, მე არა ვარ მეო და ამიტომ აჟიოტაჟებს მოეშვითო;
– და შინ რომ არის, მაშინ ვის წარმოადგენს ნეტავ რა გონია?“, -წერს თინა ხიდაშელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები