“ლელოს” წევრების ვინაობა ცნობილია – მამუკა ხაზარაძემ პირველი 12 ლიდერი წარადგინა

მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებას ორგანიზაციის პირველი 12 წევრი წარუდგინა.
მისი შეფასებით, წარმოდგენილი ადამიანები სერიოზული პიროვნებები არიან. მისივე თქმით, მოძრაობას პარტიასთან არანაირი კავშირი არ აქვს და ის ცალკე დაფუძნდება, რომლის ლიდერები პრაიმერის პრინციპით აირჩევიან.
„ლელოს“ წევრები არიან:

1. ლანა გალდავა- საზოგადოებრივი ორგანიზაცია “ლელოს” იურისტი;

2. ლევან ბოძაშვილი- უსაფრთხოების ექსპერტი, კონსტიტუციონალისტი;

3. თეონა დოლენჯაშვილი- მწერალი;

4. კახა კოჟორიძე- იურისტი;

5. მედეა მეტრეველი- ფილოლოგი;

6. გიგა გუგუშვილი- მხატვარი, პროფესორი;

7. საბა ბუაძე – “სამოქალაქო მოძრაობის” წევრი;

8. გიგლა მიქაუტაძე- ეკონომისტი;

9. ქეთი ენუქიძე- ორგანიზაცია “შეაჩერე კორუფციის” ერთ-ერთი დამფუძნებელი;

10. ელენე მელიქიშვილი – საგარეო პოლიტიკის მკვლევარი;

11. გია მორდეხაშვილი – ბიზნესმენი;

12. დავით გელაშვილი- ეკონომისტი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები