“ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა მინისტრმა ასეთი საჩუქარი მოუმზადა ღვაწლმოსილ მასწავლებლებს”- რაჭა-ლეჩხუმში 120-მდე პენსიონერი პედაგოგი სკოლებიდან წავიდა

საქართველოს განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, თუ პენსიონერი პედაგოგი თავისივე ნებით, შეწყვეტს პედაგოგიურ საქმიანობას, მას თავისი თვიური ანაზღაურების გადაანგარიშებით, 2 წლის ხელფასი აუნაზღაურდებათ.
ცაგერის, ონისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტებში საჯარო სკოლებიდან დაახლოებით 120-მდე პედაგოგი თავისი ნებით წავიდა, არც ერთ ზემოჩამოთვლ მუნიციპალიტეტში არ შექმნილა კადერებით შევსების საკითხი, პროცესმა ჰუმანურ გარემოში ჩაიარა და პენსიონერ მასწავლებელთა უმეტესობა აცხადებს, რომ ეს იყო მათი ღვაწლის დაფასება სახელმწიფოს მხრიდან

“კვირა” ცაგერის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის ხელძღვანელს, ირაკლი სილაგაძეს ესაუბრა, რომელმაც განაცხადა, რომ კონკრეტულად ცაგერის მუნიციპალიტეტში 42-მა ასაკოვანმა და ღვაწლმოსილმა პედაგოგმა დატოვა სასწავლო პროცესი.
“კადრების დეფიციტს საერთოდ არ განვიცდით, გამოცხადდა 42-ივე ვაკანსია, ვადა გახლდათ 14 სექტემბრამდე. ჩატარდა გასაუბრებები, რომლებსაც აწარმოებდა სკოლაში შექმნილი კომისიები, რესურსცენტრისა და მასწავლებელთა სახლის წარმომადგენლის თანხლებით, პროცესმა აბსოლიტურად გამჭვირვალე გარემოში ჩაიარა, 42 ვაკანსიიდან 39 უკვე შევსებულია, დანარჩენი ვაკანტური საათები კი შეითავსეს სპეციალისტმა სკოლის დირექტორებმა. ასე, რომ გაკვეთილები არ გაცდება. ამ საკითხთან დაკავშირებით რა თქმა უნდა ნებართვას გასცემს განათლების სამინისტრო, შერჩეული 39 პედაგოგიდან უმეტესობა ან უფროსი მასწავლებელია, ანდა მაძიებლები. ამ პროცესში ასევე დაფიქსირდა 3 სასიამოვნო ფაქტი – ვაკანსიებზე განაცხადი შემოიტანეს ახალგაზრდა კადრებმა და წარმატებით გაიარეს გასაუბრება. ისინი ყველა ადგილობრივები არიან”,- განაცახადა ირაკლი სილაგაძემ.

პენსიონერი მასწავლებელი, იზოლდა ხვადაგიანი, რომელმაც ცაგერის საჯარო სკოლაში ხუთი ათეული წელი მოღვაწეობდა, თავისივე განცხადებით წავიდა და ახარებს ის ფაქტი, რომ ფულში კი არაა საქმე, არამედ იმაში, რომ მათი ღვაწლი დაფასდა.

“განვიცდიდი ძალიან. ვფიქრობდი, წავიდე არ წავიდე. მაგრამ წამოვედი. იმიტომ, რომ გზა დამეთმო ახალგაზრდებისთვის.
​რაც შეეხება ჯილდოს, ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა მინისტრმა ასეთი საჩუქარი მოუმზადა ღვაწლმოსილ მასწავლებლებს და ეს ძალიან სასიხარულოა ჩემთვის. ვიგრძენით, რომ ჩვენი შრომა დაფასდა”,- ამბობს იზოლდა ხვადაგიანი.

მარინე სვანიძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები