ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ ყოველგვარი საუბარი კოალიციებზე ნაადრევია

მმართველი გუნდის წევრი, ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ საპარლამენტო არჩევნებამდე დიდი დროა დარჩენილი და კოალიციებზე ამ ეტაპზე საუბარი ნაადრევია.
„არჩევნების შედეგებს უნდა დაველოდოთ, რის საფუძველზეც ჩამოყალიბდება კოალიცია. ჯერ ისიც არ ვიცით, რომელიც პარტიები მიიღებენ მონაწილეობას არჩევნებში, შეიძლება, ახალი პარტიები შეიქმნას, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას და ამის საფუძველზე გაირკვევა, ვინ ვისთან შეიძლება კოალიციაში შევიდეს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე განმარტებით, აღნიშნული თემის წამოწევა ოპოზიციის მხრიდან ხელოვნურად ხდება.
„ამ თემის წამოწევა ხელოვნურია, პრობლემა აქვს კონკრეტულ პარტიებს, მათ უნდათ, დღის წესრიგი შექმნან, თვითონ იტივტივონ მედია სივრცეში და ამას ემსახურება სპეკუალაციური საუბრები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარტიებმა – „ევროპულმა საქართველომ“ და „თავისუფალმა დემოკრატებმა“ 13 სექტემბერს ყველა ოპოზიციურ პარტიას მოუწოდეს, ხმამაღლა განაცხადონ, რომ 2020 წლის არჩევნების შემდეგ ბიძინა ივანიშვილს მთავრობას არ შეუქმნიან და მათთან ერთად არ შევლენ კოალიციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები