რატომ შემცირდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები – სებ-ის პრეზიდენტი განმარტებისათვის მეორე კვარტლის საგადამხდელო ბალანსს ელოდება

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირების მიზეზებზე საუბარს მეორე კვარტლის საგადამხდელო ბალანსი გამოქვეყნების შემდეგ გეგმავს.
გვენეტაძის განმარტებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ფინანსური ანგარიშის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია.
„ანალიზისთვის აუცილებელია საგადამხდელო ბალანსი გვქონდეს მთლიანად. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ფინანსური ანგარიშის ერთ-ერთი ნაწილია და მას შემდეგ, რაც თვის ბოლოს მეორე კვარტლის საგადამხდელო ბალანსი გვექნება, შესაძლებელი იქნება გავიგოთ, რამ მოახდინა გავლენა ინვესტიციების კლებაზე. სჯობს, შევხედოთ არა ერთეულ მაჩვენებლებს, არამედ ტრენდს და იმას, რა შედეგები იქნება წლის განმავლობაში“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2019 წლის მეორე კვარტალში 187 მილიონი დოლარი შეადგინა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 53.7 პროცენტით შემცირდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები