კომერციული ბანკების მიერ დასაკუთრებულმა ქონებამ 177.9 მლნ ლარი შეადგინა

0

მიმდინარე წლის ივლისში კომერციული ბანკების მიერ დასაკუთრებულმა, ანუ მსესხებლებისგან ამოღებულმა ქონებამ, 177.9 მლნ ლარი შეადგინა.
როგორც ეროვნული ბანკის “საფინანსო სექტორის მიმოხილვაშია” აღნიშნული, გასული წლის ივლისში ეს მაჩვენებელი 200.3 მილიონი ლარს შეადგენდა.
სებ-ის ცნობით, მიმდინარე წლის ივლისის მონაცემებით, ჩამოწერილი სესხების მოცულობამ 26.1 მილიონი ლარი შეადგინა. საფინანსო სექტორის მიმოხილვის თანახმად, ივლისში კომერციულმა ბანკებმა 7.3 მლნ ლარის ჩამოწერილი სესხის ამოღება მოახერხეს.

კომენტარები

კომენტარი