ნიკოლოზ სამხარაძე: იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ვიზიტი აუცილებლად გააღრმავებს საქართველოს და ჩინეთს შორის ორმხრივ სტრატეგიულ პარტნიორობას

“მადლობა გადავუხადეთ ჩინურ მხარეს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის, ასევე დავარწმუნეთ ჩინური მხარე, რომ ჩვენ ვიქნებით ერთგული ერთიანი ჩინეთის პოლიტიკისა”, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ ჩინეთში ვიზიტისას განაცხადა.

სამხარაძე იმედოვნებს, რომ ვიზიტი საქართველოს და ჩინეთს შორის ორმხრივ სტრატეგიულ პარტნიორობას გააღრმავებს.

„ჩვენ ვისაუბრეთ პარლამენტებს შორის უფრო მჭიდრო კავშირის დამყარებაზე. ამ შეხვედრებს ესწრებოდა თითქმის ყველა მნიშვნელოვანი კომიტეტის თავმჯდომარე. საუბარი გვქონდა ვაჭრობის და ტურიზმის კიდევ უფრო მეტად განვითარებაზე. ჩვენ შარშან გვყავდა 100 000-ზე მეტი ვიზიტორი ჩინეთიდან და ვიმედოვნებთ, რომ ეს რიცხვი პირდაპირი რეისების დამატებასთან ერთად კიდევ უფრო გაიზრდება. ასევე საუბარი გვქონდა ჩვენს შიდა საქმეებში უცხოური ჩარევის ფაქტებზე.

საბოლოო ჯამში ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი დისკუსია გვქონდა და იმედი გვაქვს, რომ ეს ჩვენი ვიზიტი აუცილებლად გააღრმავებს საქართველოს და ჩინეთს შორის ორმხრივ სტრატეგიულ პარტნიორობას“, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები