„ის სცენის დამპყრობელი იყო“…

მსახიობ ანზორ ქერქაძის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ქუთაისის მე-7 საჯარო სკოლის დირექტორი ენდი ნემსიწვერიძე ეხმაურება.
„ჩემში ანზორ ხერხაძე კინოფილმ ,,პირველი მერცხალით” შემოვიდა, როცა შორიდან გავიცანი ,,ვახტანგი”. მაშინ ვერ ვიფიქრებდი, თუ გაივლიდა დრო და კაცი, რომელმაც 200-ზე მეტი როლი ითამაშა, ეკრანისეულ და სცენურ საზღვარს მიღმა გახდებოდა ჩემთვის ახლობელი ადამიანი, როგორც უფროსი მეგობარი, მოსწავლის (მირიანის) მშობელი, ჩემთვის მეტად საინტერესო და საპატივცემულო ადამიანის ნარგიზის მეუღლე და, რაც ყველაზე მთავარია, თანაქალაქელი და გულშემატკივარი.
ბევრჯერ აღვფრთოვანებულვარ მისი სასცენო ხელოვნებით. ის სცენის დამპყრობელი იყო, ხმის ტემბრით დაწყებული, თითოეული ნაკვთითა და მანერით დასრულებული, დღეს ის ტოვებს ამქვეყნიურ ცხოვრებას და ,,ყველაფრით დაღლილი” მარადისობას უერთდება. ვუსამძიმრებ მის ოჯახს, ქალაქს, კინო და თეატრალურ საზოგადოებას, ბატონი ანზორის გარდაცვალებას, კაცის, რომელიც თავისი სახეებით მარად შემორჩება ქართული კულტურის ისტორიას“, – წერს ენდი ნემსიწვერიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები