NDI: გამოკითხულთა 48% საქართველოს ეკონომიკის ძლიერ მხარედ ტურიზმს ასახელებს
“ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა” (NDI) და „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) საქართველოს“ მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 48 % საქართველოს ეკონომიკის ძლიერ მხარედ ტურიზმს ასახელებს.
ქვეყნის ეკონომიკის ძლიერ მხარედ, კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 31% სოფლის მეურნეობას, ხოლო 6% ქარხნულ წარმოებასა და მრეწველობას ასახელებს.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.
ცდომილება შეადგენს +/- 2-3 პროცენტს.
NDI-ის კვლევები დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება, ხოლო გამოკითხვას CRRC-საქართველო ატარებს.