მამუკა მდინარაძე ოპოზიციას – „რეზოლუციებს როგორც კი ახსენებთ, გვახსენდება 2008 წლის რეზოლუცია, თქვენი პროვოკაციული მოქმედებები, თქვენი რეალური პარტნიორები”

„რაც შეეხება თქვენს რეზოლუციებს და თქვენს დაანონსებულ ფსევდო-პატრიოტულ ცეკვებს, ამ ცეკვებში ვერ აგყვებით. იმიტომ, რომ ეს არის მხოლოდ ერთი მიზნისკენ მიმართული, რომ საზოგადოება რაღაცნაირად ან მოატყუოთ ჩვენთან დაკავშირებით, წარმოდგენებთან და კურსთან მიმართებით, ან საკუთარ თავზე დააჯეროთ, რომ პროდასავლურად იქცევით, მაშინ, როდესაც რეზოლუციებს როგორც კი ახსენებთ, მე მახსენდება და ყველას ახსენდება 2008 წლის რეზოლუცია, ახსენდება თქვენი პროვოკაციული მოქმედებები, თქვენი რეალური პარტნიორები”,-მიმართა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ოპოზიციას.
მისი განცხადებით, ხელისუფლება დასავლელ პარტნიორებთან ინტენსიურად მუშაობს, რაც შესაბამის რეზოლუციებში არის ასახული.
„ეტყობა სწორი დასკვნები ვერ გამოგაქვთ ვრცელი და დეტალური განმარტებებიდან. კიდევ უფრო მოკლედ შევეცდები აგიხსნათ. მოკლედ, თქვენც ძალიან კარგად იცით, რომ ამ თემებზე ვმუშაობთ. ამ თემებზე ინტენსიური მუშაობა მიდის, რაც შემდეგ აისახება ხოლმე იმ რეზოლუციებში, რასაც ჩვენი საერთაშორისო დასავლელი პარტნიორები უჭერენ მხარს. სიტყვა არის ერთი და სიტყვას თუ საქმე არ დაემთხვა, ამ შემთხვევაში პროდასავლურობაზე ასე თამამად აღარ უნდა ვილაპარაკოთ”,-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები