წიგნიერების დღეები – „წიგნიპედია“ გაიმართება

17-დან 19 სექტემბრის ჩათვლით, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის მიერ წიგნიერების პროგრამის ფარგლებში, წიგნიერების დღეები – „წიგნიპედია“ ჩატარდება.
როგორც „კვირას“ ეროვნული სასახლიდან აცნობეს, პროექტის მიზანია, თბილისში მცხოვრებ ბავშვებსა და ახალგაზრდებს გააცნოს თანამედროვე ლიტერატურა, ქართველი მწერლები, გამომცემლობები, ხელი შეუწყოს მათი წიგნიერების დონის ამაღლებას.
ღონისძიების ფარგლებში, ეროვნული სასახლის წინ, რუსთაველის გამზირზე მოეწყობა:
• წიგნის ბაზრობა;
• საზოგადოებისთვის ახალი გამოცემების წარდგენები;
• შეხვედრები ავტორებთან და სხვა კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებები გაიმართება პირველი რესპუბლიკის სახელობის ბაღში.

გამოფენა-გაყიდვაში მონაწილე გამომცემლობები:
გამომცემლობა „პალიტრა L“ ;
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა ;
გამომცემლობა „ინტელექტი“;
გამომცემლობა „შემეცნება“ ;
გამომცემლობა „კლიო“;
ქარჩხაძის გამომცემლობა;
ნოდარ დუმბაძის გამომცემლობა;
გამომცემლობა „არტანუჯი“;
საბავშვო ლიტერატურის განვითარების ფონდი;
საგამომცემლო სახლი „სეზანი“;
გამომცემლობა “სიესტა”;
გამომცემლობა „ზოლიანი კატა“;
გამომცემლობა „პეგასი“;
გამომცემლობა „ქართული“;
გამომცემლობა „საუნჯე“;

წიგნები გაიყიდება ფასდაკლებით.
დასწრება თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები