ბათუმის კინოფესტივალი BIAFF 2019 იწყება

BIAFF 2019 – ბათუმის საავტორო ფილმების 14-ე საერთაშორისო ფესტივალი 15 სექტემბრიდან 22 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება. ფესტივალის ორგანიზატორებმა მედიას პროგრამის ნაწილი და სიახლეები უკვე გააცნეს. წელს „ბიაფი“-ის ფესტივალზე მაყურებელი მსოფლიოს 35 ქვეყნიდან 70-მდე საავტორო ფილმს, სხვადასხვა საკონკურსო და არასაკონკურსო სექციაში იხილავს. გარდა ამისა, დაგეგმილია მასტერკლასები, ვორქშოფები და ინდუსტრიული შეხვედრები. ჩვენებები ბათუმის კინოთეატრ „აპოლოში“, ევროპის მოედანსა და პარტნიორი სასტუმროს საკონფერენციო დარბაზებში ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები