აზერბაიჯანში, კახის რაიონის სოფელ ალიბეგლოში, ქართული საშუალო სკოლის ახალი შენობა გაიხსნა

13 სექტემბერს აზერბაიჯანის რესპუბლიკის კახის რაიონის სოფელ ალიბეგლოში გაიხსნა ქართული საშუალო სკოლის ახლად აშენებული შენობა. სკოლის გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ: აზერბაიჯანის განათლების მინისტრის მოადგილე იდრის ისაევი, საქართველოს ელჩი ზურაბ პატარაძე, საქართველოს გენერალური კონსული ქ. განჯაში ნიკოლოზ იაშვილი, კახის რაიონის ხელმძღვანელობა და ადგილობრივი მაცხოვრებლები.
ელჩმა მიულოცა მოსწავლეებსა და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება და უსურვა წარმატებები სწავლა-განათლების პროცესში. ელჩმა მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტსა და ქვეყნის განათლების სისტემის მესვეურებს ამ შესანიშნავი საჩუქრისთვის – უმაღლესი სტანდარტების სკოლის ახალი შენობის უმოკლეს ვადებში ექსპლოატაციაში შესვლის გამო. საზეიმო ცერემონიის დასრულების შემდეგ, სტუმრებმა დაათვალიერეს სასწავლო კაბინეტები, გაესაუბრნენ მოსწავლეებს, მშობლებსა და პედაგოგებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები