„გაატარე ზაფხული საქართველოში“ – ფოლკლორის ცენტრის ეზოში ანსამბლ „სათანაოს“ კონცერტი გაიმართება

„გაატარე ზაფხული საქართველოში“ – კამპანიის ფარგლებში ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ეზოში, 16 სექტემბერს, 20:00 საათზე,  ანსამბლი „სათანაო“ კონცერტს გამართავს.
ფოლკლორის ცენტრის ინფორმაციით, ღონისძიებაზე შესრულდება ხალხური სიმღერები.
ფოლკლორის ცენტრის გალერეაში 30 სექტემბრის ჩათვლით წარმოდგენილი იქნება ფოტოები, ტრადიციული სამოსის ნიმუშები, სამუზეუმო ექსპონანტები, ნაქარგობები, მინანქარში შესრულებული საქართველოს სხვადასხვა კუთხის სამოსისა და თექის ნიმუშები.
დედაქალაქში, ორშაბათ საღამოს ასე საინტერესოდ ვერსად გაატარებთ, გელოდებით.
2001 წელს ქართულ მრავალხმიანობას იუნესკომ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა.
დასწრება თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები