იტალიის ქალაქებში, პერუჯასა და მონტეფალკოში, ანსამბლ „ბასიანის” კონცერტები გაიმართება

საქართველოს ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი „ბასიანი”, 14 და 15 სექტემბერს, კონცერტებს იტალიის ქალაქებში – პერუჯასა და მონტეფალკოში გამართავს.
როგორც „კვირას“ ანსამბლიდან აცნობეს, კონცერტები ფესტივალის Perugia Musica Classica ფარგლებში ტარდება. პერუჯაში სოლო კონცერტი ქალაქის მთავარ მოედანზე გაიმართება. შესრულდება ქართული ხალხური სიმღერები და ტრადიციული საგალობლები.
ფესტივალ Perugia Musica Classica-ზე, სახელმწიფო ანსამბლი შარშან პორტუგალიაში გასტროლებისას მიიწვიეს. იტალიიდან დაბრუნების შემდეგ „ბასიანი“ ამერიკაში გასტროლებისთვის დაიწყებს მზადებას, სადაც, 13 ნოემბერს, „ლინკოლნ ცენტრში“ უკვე მესამედ სოლო კონცერტს გამართავს. მომავალი წელი კი ანსამბლისთვის საიუბილეოა. „ბასიანს“ დაარსებიდან 20 წელი უსრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები