ახალციხის #1 საბავშო ბაღის რეაბილიტაცია აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს

ქალაქ ახალციხეში, რუსთაველის ქუჩაზე არსებული №1 საბავშვო ბაღის შენობის რეაბილიტაცია აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში  კარ-ფანჯრები და სახურავი სრულად შეიცვლება. საბავშვო ჯგუფების ოთახები, მუსიკის დარბაზი, სამზარეულო ბლოკი, სველი წერტილები, ადმინისტრაციული ოთხები კაპიტალურად გარემონტდება. ასევე ცენტრალური გათბობის სისტემა დამონტაჟდება. გარდა ამისა, პროექტი ითვალისწინებს შენობის ფასადის რეაბილიტაციას, ეზოს კეთილმოწყობას და საბავშვო გასართობი მოედნის მოწყობას.

გასული საუკუნის დასაწყისში აშენებულ შენობას, რომელიც საბავშვო ბაღისთვის, არქიტექტურულად შეუსაბამო იყო, კაპიტალური სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები წელს პირველად უტარდება. პროექტი 499 999 ლარით, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება. სამუშაოების დასრულების შემდეგ, საბავშვო ბაღში 4 ჯგუფი გააგრძელებს ფუნქციონირებას, სადაც თანამედროვე სტანდარტების მქონე, კეთილმოწყობილ გარემოში 120 აღსაზრდელი შეძლებს სკოლამდელი აღზრდის უნარ-ჩვევების მიღებას.

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები