თბილისში პირველი „მოძრავი საელჩო“ მოეწყობა

14 სექტემბერს, 14:30 საათზე, რუსთაველის მეტროსთან, თბილისში პირველი „მოძრავი საელჩო“ მოეწყობა.
თბილისში ბრიტანეთის საელჩოს ინფორმაციით,   საელჩოს შენობიდან გარეთ გამოსვლა და მთელი საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ქალაქებსა და სოფლებში ე.წ. „მოძრავი საელჩოების“ მოწყობა გადაწყდა „ბრიტანეთი-საქართველო 2019“-ის ფარგლებში.
„მობრძანდით და შეიტყვეთ მეტი „ბრიტანეთი-საქართველოს 2019“ სეზონის და ბრიტანულ-ქართული მეგობრობის შესახებ.
საინტერესო ფაქტი: იცოდით, რომ თბილისი და ბრისტოლი დაძმობილებული ქალაქები არიან? უკვე 30 წელზე მეტია! ბრისტოლი ცნობილია საჰაერო ბუშტების ფესტივალით და ქუჩის ხელოვნებით – ე.წ. სტრიტ არტით. ალბათ, იმიტომ რომ ბენკსი სწორედ ბრისტოლიდან არის“, – აღნიშნულია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები