ბათუმში, შავ ზღვაზე, ძებნა-გადარჩენის წვრთნები ჩატარდება

ბათუმში შავი ზღვის სანაპირო ქვეყნების რიგით მე-15 კონფერენცია იმართება, სადაც შავი ზღვის აუზის ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარებასა და შავ ზღვაზე ძებნა-გადარჩენის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები განიხილება.

„მსგავსი კონფერენცია მნიშვნელოვანია, რადგან თანმიმდევრულად და კოორდინირებულად ვიმოქმედოთ შავ ზღვაზე ინციდენტების დროს”,- განაცხადა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა თამარ იოსელიანმა.

ცნობისთვის, 13 სექტემბერს შავ ზღვაზე წვრთნები ჩატარდება, რომლის ფარგლებშიც  შემოწმდება ზღვაზე ადამიანის ძებნა-გადარჩენის ოპერაციისას, შესაბამისი ორგანოები რამდენად კოორდინირებულად იმოქმედებენ. წვრთნებს კოორდინაციას სააგენტოს ზღვაზე ძებნა-გადარჩენისა და გემების მოძრაობის მონიტორინგის დეპარტამენტის საზღვაო სამაშველო საკოორდინაციო ცენტრი გაუწევს. წვრთნები ორ ადგილას – ზღვაში და ნაპირზე გაიმართება.

მასში სრულად ჩაერთვება „ზღვაში ნავთობის დაღვრაზე რეაგირების ეროვნული გეგმით“ გათვალისწინებული სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციები. წვრთნებში მონაწილეობას ასევე შავი ზღვის ქვეყნების 6 გემი, 4 კატარღა, 2 ბუქსირი და 1 შვეულმფრენი მიიღებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები