დაბა სტეფანწმინდაში, სახალხო დღესასწაული – „ყაზბეგობა 2019“ გაიმართება

15 სექტემბერს, დაბა სტეფანწმინდაში, სახალხო დღესასწაული – „ყაზბეგობა 2019“ გაიმართება. როგორც „კვირას“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, დღის განმავლობაში დაგეგმილია როგორც გამოფენები და კონცერტები, ისე ქართულიკ პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა.

დღის პროგრამა:
14 :00 – სამეწარმეო მარკეტი;
14:00 – ხელოვანთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა;
14:00 – საბავშვო გასართობი პროგრამა;
16:00 – ფოლკლორული კონცერტი.
დღესასწაულის კულმინაცია:
19:00 – ლელა წურწუმია, მაკა ზამბახიძე და ჯგუფი “NON STOP”-ის კონცერტი.

საფესტივალო ქალაქში მოეწყობა: სამეწარმეო მარკეტი – ქართული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა; საბავშვო გასართობი ატრაქციონები; თეატრალიზებული წარმოდგენები (ბერიკები, ბარაბან შოუ); ფოლკლორული კონცერტი ადგილობრივი ანსამბლებისა და სხვადასხვა ცნობილი შემოქმედების მონაწილეობით.
სტუმრებს დახვდებათ შემეცნებით-გასართობი სივრცეები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები