ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის დრამატული თეატრი სეზონს პრემიერით გახსნის

12 სექტემბერს, 18 საათზე, ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის დრამატული თეატრი სეზონს პრემიერით ხსნის.
წარმოგიდგენილი იქნება უილიამ ფოლკნერის მიხედვით დადგმული სპექტაკლი – „სული რომ ამომდიოდა“.
ინსცენირების ავტორი, დამდგმელი რეჟისორი, სცენოგრაფიის ავტორი და მუს. გამფორმებელი – ნინო ლიპარტიანი (შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი);
მხატვარი – ნათია ბერაძე;
ტექნიკური რეჟისორი – მარი აბესაძე.

მონაწილეობენ: ნინო აბესაძე, ნიკოლოზ კობახიძე, სოფო გვიმრაძე, გიორგი გლოველი, ზურაბ აბესაძე, თემო (გურულო) ფირცხალაიშვილი, შოთა წულაძე, თემურ კიკნაველიძე, ნანა ისიანი, ნანა ვარამაშვილი, ბადრი ტაბატაძე (ი.ხვიჩიას სახელობის პრემიის ლაურეატი), გიორგი გიორგაძე.
სპექტაკლი განხორციელდა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები