საქართველოს პარლამენტმა განახლებული მინისტრთა კაბინეტი დაამტკიცა. მთავრობის ახალმა მეთაურმა, პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ საკანონდებლო ორგანოს მინისტრთა ახალი კაბინეტი წარუდგინა. პროცესი ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა და პარლამენტის შენობის წინ, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია ორიგინალურად, ცხვრების ფონზე მიმდინარეობდა. ინციდენტი მოხდა საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატს, ემზარ კვიციანსა და აქციის მონაწილეებს შორისაც.
რას ფიქრობენ ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებზე. “რეგიონულმა კვირამ” მოსახლეობა ოზურგეთის ქუჩებში გამოკითხა.