ირაკლი ქადაგიშვილი: სამწუხაროა ის ფაქტი, რომ საქართველოს მიმართ ბრიუსელს აქვს დამონების და დამორჩილების სურვილი
“სამწუხაროა ის ფაქტი, რომ საქართველოს მიმართ ბრიუსელს აქვს დამონების და დამორჩილების სურვილი,”- ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
„ჩვენ დავინახეთ, რომ ბრიუსელს უფრო მეტად ჰქონდა სურვილი საქართველოს ე.წ. მორჩილებაში ყოფნისა, ვიდრე საქართველო, როგორც სუვერენული და თავისუფალი ერი მასთან ყოფილიყო თანამშრომლობაში, დიალოგში და ჩვენი ეროვნული ინტერესების და ტრადიციების გათვალისწინებით დაახლოების პროცესში.
იმედს ვიტოვებთ, რა თქმა უნდა, რომ არის ევრობიუროკრატია, მაგრამ არის ევროპა, რომელსაც გაცილებით უფრო დიდი და ძლიერი ტრადიცია გააჩნია ვიდრე ბრიუსელის ბიუროკრატიას. გამომდინარე აქედან, ის ფასეულობა, რა ფასეულობებისთვისაც შეიქმნა ევროპის კავშირი, რა თქმა უნდა, ჩვენთვისაც ღირებულია და საბოლოო ჯამში ეს ღირებულებები გაიმარჯვებს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.