იაპონიაში ტაიფუნებს ებრძვიან

ოკინავას კუნძულს ტაიფუნი „Lingling“ უახლოვდება, ამჟამად მან 20 ათასამდე აბონენტი ელექტროენერგიის გარეშე უკვე დატოვა.
ტოკიოს კი, ტროპიკული შტორმი „ფაქსაი“ უახლოვდება, – წერს News On Japan.
ქალაქ მიაკოძიმაში ტაიფუნის შედეგად მოსახლეობის 80% ელექტროენერგია არ მიეწოდება. ხელისუფლება ევაკუაციის დაწყებას გეგმავდა, თუმცა მოგვიანებით, მას შემდეგ რაც Lingling ოკინავას კუნძულისკენ წავიდა, გადადეს.
მედიის ინფორმაციით, ტალღების სიმაღლე უკვე 8 მეტრს აღწევს, ქარი კი წამში 23 მეტრამდე გაიზარდა.
მეტეოროლოგების ვარაუდით, ტროპიკული შტორმი, რომელიც ტოკიოს უახლოვდება ტაიფუნამდე გაძლიერდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები