ძლიერი წვიმის შედეგად ბათუმის ქუჩები დაიტბორა, რის შედეგადაც გადაადგილება შეზღუდულია.
აღნიშნულის ამსახველ ვიდეოს სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი, ლია მგელაძე ფეისბუქზე აქვეყნებს.
საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურში “კვირას” განუცხადეს, რომ ამ დროისთვის ცხელ ხაზზე15 შეტყობინება შევიდა. სააგენტოს ინფორმაციით, ამ წუთებში წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები მიმდინარეობს.