ბათუმში მოზარდი ერთ-ერთ სადარბაზოში უგონო მდგომარეობაში იპოვეს

ბათუმში, ასათიანის ქუჩაზე დედამ შვილი სადარბაზოში უგონო მდგომარეობაში ნახა. არასრულწლოვანი სავარაუდოდ ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იყო. მოზარდი დედამ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.
კლინიკაში აცხადებენ, რომ ახალგაზრდა საავადმყოფოში კომატოზურ მდგომარეობაში შეიყვანეს და იგი მართვით სუნთქვაზეა შეერთებული. მედიკოსების ცნობით, მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები