ერგნეთში დღეს მორიგი ტექნიკური შეხვედრა გაიმართება

ერგნეთში დღეს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი ტექნიკური შეხვედრა გაიმართება.
საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები ევროკავშირის და ეუთოს შუამავლობით რუსეთის საოკუპაციო ძალების და ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდებიან.
შეხვედრა 12:00 საათზე გაიმართება, რომელზეც სოფელ ჩორჩანასთან ქართული მხარის მიერ განლაგებული საპოლიციო საგუშაგოს საკითხი განიხილება.
საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მტკიცებით, საგუშაგო ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზეა განთავსებული, ამიტომ ითხოვენ მის დემონტაჟს.
ქართული მხარე კი აცხადებს, რომ პოსტი დღევანდელ ლოკაციაზე დარჩება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები