ქარიშხალ „დორიანის“ გამო ჯორჯიისა და სამხრეთ კაროლინას შტატებში ევაკუაცია მიმდინარეობს

ქარიშხალ „დორიანის“ გამო ჯორჯიის შტატში ევაკუაცია მიმდინარეობს. ამის შესახებ „როიტერსი“ იუწყება.  ხელისუფლების მიერ გამოყოფილი ათობით ავტობუსით სანაპირო ზოლში მცხოვრებლები უსაფრთხო ადგილებში გადაჰყავთ.

ჯორჯიის შტატთან ერთად ევაკუაცია მიმდინარეობს სამხრეთ კაროლინას შტატშიც. როგორც საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო „როიტერსი“ იუწყება, სავალდებულო ევაკუაცია შტატში, სანაპირო ზოლში მცხოვრებ მოსახლეობას შეეხო.

სტიქიის ეპიცენტრი, ამჟამად ბაჰამის ტერიტორიაზეა. მისი გადაადგილების სიჩქარე საგრძნობლად შემცირდა.

ქარიშხლის შედეგად ბაჰამაში ხუთი ადამიანი დაიღუპა, დაზიანდა ან ბოლომდე დაინგრა 13 ათასზე მეტი შენობა. ძლიერი სტიქიის შედეგად ასობით შენობა წყლის ქვეშ მოექცა; მათ შორის არის სამედიცინო ცენტრი, სადაც პაციენტების და პერსონალის ევაკუაცია გახდა საჭირო. დაიტბორა კუნძულის საერთაშორისო აეროპორტიც. სტიქიის ეპიცენტრში ქარის სიჩქარე საათში 205 კილომეტრს აღწევს.

ქარიშხლის მოახლოებასთან დაკავშირებით, ამერიკის შეერთებული შტატების აღმოსავლეთ სანაპიროზე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები