დავით ჭიჭინაძე: მივიღეთ უფრო პრორუსული მთავრობა, ვიდრე აქამდე გვყავდა

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის, დავით ჭიჭინაძის, შეფასებით, სამთავრობო ცვლილებების შედეგად, უფრო პრორუსული მთავრობამ მივიღეთ, ვიდრე აქამდე გვყავდა.
მისივე თქმით, ხელისუფლებისგან საზოგადოება ახალ ლოზუნგებს უნდა დაელოდოს.
“პრემიერმინისტრობა ამ ქვეყანაში, თურმე, უნდა დაიმსახურო, თან სადღაც კულუარებში.
ამას გარდა, როგორც ჩანს, მსოფლიოში ბოლო პერიოდში მიმდინარე პროცესებმა გავლენა იქონია ამ გადაწყვეტილების მიღებაზე და კურსის ცვლილება სახეზე გვაქვს.
ანუ, პრმიერ-მინისტრად და ძალოვან მინისტრებად ჩვენ მივიღეთ უფრო პრორუსული მთავრობა, ვიდრე აქამდე გვყავდა.
ამან კი არა მგონია რამე სიკეთე მოგვიტანოს, რადგან ეს იქნება ყველაზე დეგრადირებული ვარიანტი, იმიტომ რომ, დაკარგული გვაქვს ყველანაირი სახე და პოზიცია.
ეს ყველაფერი კი ნიშნავს იმას, რომ უნდა დავივიწყოთ „ქართული ოცნების“ ყველა დაპირება 2012 წლიდან მოყოლებული და დაველოდოთ ახალ ლოზუნგს -„ უკან წარსულში”, – აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები