მერაბ ქვარაია: ოპოზიციას რომ გიორგი გახარიას პრემიერმინისტრობა არ მოეწონებოდა, ეს გასაკვირი არაა

„ოპოზიციას რომ გიორგი გახარიას პრემიერმინისტრობა არ მოეწონებოდა, ეს გასაკვირი არაა“, – აცხადებს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე მერაბ ქვარაია.
მისივე თქმით, ფაქტია, რომ გახარიას საქმიანობა ყველა ეტაპზე ქმედითი და წარმატებული იყო.
„ოპოზიციას რომ გიორგი გახარიას პრემიერმინისტრობა არ მოეწონებოდა, ეს გასაკვირი არაა და არც არსებითი. მთავარია, რომ გახარია საქმიანობის ყველა ეტაპზე იყო ქმედითი და წარმატებული, მას აქვს რეფორმატორული გადაწყვეტილებების მიღებისა და ეფექტური მენეჯმენტის განხორციელების გამორჩეული უნარები. ამიტომაც ის განახლებულ მთავრობასთან ერთად, შეძლებს იმ გამოწვევებზე სწრაფ და შედეგიან რეაგირებას, რომელიც ქვეყნისა და ხალხის წინაშეა“, – აცხადებს მერაბ ქვარაია.
საქართველოს პარლამენტის წინ შეკრებილი ოპოზიცია გიორგი გახარიას გაპრემიერებას აპროტესტებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები