ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართება

ბათუმის საერთაშორისო კონოფესტივალის გახსნამდე რამდენიმე დღით ადრე, 4 სექტემბერს, 13:00 საათზე, ეროვნულ კინოცენტრში გაიმართება კინოფესტივალის სრული პროგრამის წარდგენა მედიისა და კინოინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის.
პრესკონფერენციას ეროვნული კინოცენტრის დირექტორი – გაგა ჩხეიძე, ფესტივალის დირექტორი – გიორგი გოგიბერიძე, ფესტივალის მენეჯერი – ზვიად ელიზიანი, ინდუსტრიული პროგრამა „ალტერნატიული ტალღის“ ორგანიზატორები – ლაშა ხალვაში და თინათინ ყაჯრიშვილი და ფესტივალის მონაწილე ქართველი რეჟისორები დაესწრებიან.
ბათუმის საავტორო ფილმების მე-14 საერთაშორისო ფესტივალი 2006 წელს დაარსდა. იგი წელს ბათუმში 15-22 სექტემბერს ჩატარდება.
მის: სანაპიროს ქუჩა #4.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები