ქუთაისში დენის დარტყმის შედეგად 30 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა
ქუთაისში დენის დარტყმის შედეგად 30 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა. შემთხვევა თამარ მეფის ქუჩაზე მოხდა.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცს დენმა საოჯახო სასტუმროს ფასადზე აბრის გაკვრის დროს დაარტყა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.