ახალქალაქში ქალაქის დაარსებიდან 955 წლისთავს აღნიშნავენ

ახალქალაქში ქალაქის სახელობითი დღესასწაულის აღნიშვნა 12:00 საათზე დაიწყო. კულტურული და სპორტული ღონისძიებები ქალაქის ცენტრში იმართება.
ახალქალაქის ცენტრალურ პარკში გამოფენილია ადგილობრივი რეწვის ოსტატების ნამუშევრები, ასევე, მოწყობილია ამ კუთხისთვის დამახასიათებელი ტრადიციული სამზარეულო, სადაც სტუმრებს კერძების დაგემოვნება შეუძლიათ. დღესასწაულისთვის სამი სახის ტოლმას, ქადას ღაფამას და პარისას დაამზადებენ. ასევე შესაძლებელია ლუდის, თაფლის, ყველისა და ტკბილეულის დაგემოვნებაც.
სამუსიკო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ძველი მანქანებია გამოფენილი.
12:30 საათიდან სპორტული შეჯიბრებები დაიწყო, ჭიდაობაში, კარატესა და ჭადრაკში. 14:45 საათიდან კი ადგილობრივი ანსამბლების კონცერტი გაიმართა.
მოწვეული სტუმრები ასევე გაეცნობიან პურის ცხობის უძველეს ტრადიციას. შემდეგ იქნება ფერების ფესტივალი და ველორბოლა.
ქალაქის დღესასწაული საღამოს დისკოთეკით დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები