ვინ არის ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენელი მარია კოტაევა
მარია ფელიქსოვნა კოტაევა ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა ე.წ. ინფორმაციისა და ბეჭდვითი მედიის სახელმწიფო კომიტეტის ხელმძღვანელად 2017 წლის 4 ივლისს დანიშნა.
ე.წ. სახელმწიფო კომიტეტი დე ფაქტო აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოა, რომელიც ე.წ. რესპუბლიკის მასობრივი საშუალებების საინფორმაციო პოლიტიკის კოორდინაციას ახდენს.რაც შეეხებ
ა თავად ქალბატონ კოტაევას, ის 1986 წლის 28 ოქტომბერს ცხინვალში დაიბადა, ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.
მას დამთავრებული აქვს სამხრეთ-ოსეთის ა. თიბილოვის სახელობის ე.წ.სახელმწიფო უნივერსიტეტი, ასევე აქვს ორი უმაღლესი განათლება – იურიდიული და ეკონომიკური.
ე.წ. სახელმწიფო კომიტეტის ხელმძღვანელად დანიშვნამდე მუშაობდა საინფორმაციო სააგენტოში “Рес”-სა და „Sputnik იუჟნაია ოსეტია“-ში.