საოკუპაციო ძალები სოფელ წნელისთან ბლოკპოსტს განათავსებენ
„სამხრეთ ოსეთის პოზიცია უცვლელი რჩება, ქართულმა მხარემ საკუთარი პოსტი უნდა აიღოს“,- ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა.
„ტექნიკური შეხვედრა დასრულდა, საერთო ნიშნულამდე ჯერჯერობით ვერ მივედით. მოლაპარაკება უახლოეს დღეებში გაგრძელდება. უსაფრთხოების კომიტეტს დავავავალეთ, რომ წნელისთან პოსტი განათავსოს, ამ სოფლის მცხოვრებლებმა თავი უსაფრთხოდ უნდა იგრძნონ“, – განაცხადა ბიბილოვმა.
სოფელ ჩორჩანასთან ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ტექნიკური შეხვედრა დასრულდა.
როგორც მედიას ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა კახაბერ ქემოკლიძემ განუცხადა, სოფელთან განლაგებული საპოლიციო ბლოკპოსტი ლოკაციას არ შეიცვლის.
მისივე თქმით, მომდევნო კვირას ერგნეთში კიდევ ერთი ტექნიკური შეხვედრა გაიმართება.