ირაკლი ანთაძე: „შეხვედრის ყველა მონაწილე შევთანხმდით, რომ ჩვენი მცდელობები მიმართული იქნება დაძაბულობის დეესკალაციისკენ“

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ირაკლი ანთაძის განცხადებით, შეხვედრის ყველა მონაწილე შეთანხმდა,რომ ყველა მხარის მცდელობები მიმართული იქნება დაძაბულობის დეესკალაციისკენ და შემდგომშიც გატარებული იქნება ყველა ძალისხმევა, რათა შესაძლო გართულებები განიმუხტოს კონსტრუქციული დიალოგის გზით.
ამის შესახებ ანთაძემ სოფელ ჩორჩანასთან ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ტექნიკური შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ჩვენი პოზიციები რჩება დიამეტრალურად განსხვავებული, თუმცა შეხვედრაზე შეინიშნებოდა გარკვეული ნიშნები, რომ არის მზაობა, გაგრძელდეს დიალოგი კონსტრუქციულ რეჟიმში და ამ მიზნით, მიღწეულ იქნა შეთანხმება, მომავალ კვირას გაიმართოს კიდევ ერთი ტექნიკური შეხვედრა. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ყველა მონაწილე შევთანხმდით ერთ ფუნდამენტურ პრინციპზე- ჩვენი მცდელობები მიმართული იქნება დაძაბულობის დეესკალაციისკენ და შემდგომშიც გატარებული იქნება ყველა ძალისხმევა, რათა შესაძლო გართულებები განიმუხტოს კონსტრუქციული დიალოგის გზით. შეხვედრაზე ვისაუბრეთ, რომ არ გადაიდგას არანაირი ნაბიჯი მდგომარეობის ესკალაციისთვის. სწორედ ამას ემსახურება ჩვენი შეთანხმება მომავალ კვირაში ტექნიკური შეხვედრის ჩანიშვნასთან დაკავშირებით. რაც შეეხება შეხვედრის ზუსტ თარიღს, ეს დგინდება სამუშაო რეჟიმში მხარეთა შეთანხმებით“, – განაცხადა ირაკლი ანთაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები