ე.წ. პარლამენტი: „ნებისმიერი პროვოკაცია, რომელიც სამხრეთ ოსეთის ტერიტორიულ მთლიანობას დაემუქრება, ძალისმიერი მეთოდით აღიკვეთება“

ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. პარლამენტმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ „ნებისმიერი პროვოკაცია, რომელიც სამხრეთ ოსეთის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისკენ იქნება მიმართული, ყველა შესაძლო მეთოდით აღიკვეთება, მათ შორის ძალისმიერი გზით“.
„საქართველოს ხელისუფლებამ, რომელმაც რესპუბლიკის ტერიტორიაზე შეიარაღებული ფორმირებები განათავსა, განვიხილავთ როგორც ღია აგრესიას, რომელიც რეგიონში სამხედრო-პოლიტიკური ვითარების დესტაბილიზაციისკენ არის მიმართული.
მიუხედავად იმისა, თუ რომელი პოლიტიკური ძალაა საქართველოს ხელისუფლებაში, სამხრეთ ოსეთის ხალხის წინააღმდეგ მიმართული აგრესიული სახელმწიფო პოლიტიკა სახელწიფო ელიტის მხრიდან უცვლელი რჩება. ამიერკავკასიაში სტაბილურობისა და მშვიდობის დარღვევის მცდელობის პასუხისმგებლობა ეკისრება აშშ-სა და ნატოს წევრ ქვეყნებს, რომლებიც საქართველოს პროვოკაციულ ქმედებაში მხარს უჭერენ“,-ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები