კახაბერ ქემოკლიძე: ოკუპირებული ტერიტორიებიდან გასროლა არ განხორციელებულა, ადგილზე ვითარება სტაბილურია
საქართველოს უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსი კახაბერ ქემოკლიძე სოფელ ჩორჩანასთან იმყოფება და მედიისთვის ბოლო ინფორმაციას ავრცელებს. მისი განცხადებით, ვითარება სტაბილურია და გასროლა ოკუპირებული ტერიტორიიდან არ მომხდარა.
„ამ დროისთვის ადგილზე ვითარება არის სტაბილური. არის სიმშვიდე. რაც შეეხება გასროლას, ჩვენი ინფორმაციით, ეს გასროლა განხორციელდა არა ოკუპირებული ტერიტორიებიდან, არამედ სამხრეთის ზონიდან, რომელიც შესაძლოა უკავშირდებოდეს აქტიურ სამონადირეო სეზონს”, – განაცხადა კახაბერ ქემოკლიძემ.