ლარის ახალი გაცვლითი კურსი ცნობილია
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.9379 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9415 ლარი იყო.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.2531 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.2671 ლარს შეადგენდა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.