ზურაბიშვილი ბრექსიტზე: „ევროპის ეს გამოწვევა საქართველოსთვის ახალ კარებს გახსნის“

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ბრექსიტთან დაკავშირებული ევროპის გამოწვევა საქართველოსთვის ახალ კარებს გახსნის.
ამის შესახებ პრეზიდენტმა Euronews-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„ევროპა ძალიან მნიშვნელოვანი და წარმატებულია, მიუხედავად იმისა, რომ ხანდახან ხდება კრიზისებიც. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის ის რომ, ევროპაში ყველა პროგრესი გამოწვეული იყო კრიზისით. რაც შეეხება ბრექსიტს, ეს დიდი გამოწვევაა. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ბრექსიტი გააჩენს ახალ შესაძლებლობებს, გაჩნდება ახალი ვალდებულება, რომ ევროპამ თვითრეფორმა გაატაროს. როგორც ოპტიმისტი, დარწმუნებული ვარ, ეს ჩვენთვის ახალ კარებს გახსნის.
საქართველო ყურადღებით აკვირდება ევროპაში მიმდინარე მოვლენებს. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ გზა და ასეც მოვიქცევით. საქართველოს ექნება მკაფიო პროგრესი ევროპისკენ გზაზე და ევროპაშიც. ჩვენ უნდა ვიცოდეთ ზუსტად, სად უნდა დავდგათ ფეხი, ახალ ევროპულ კონტექსტში. ჩვენ უნდა ვიყოთ რეალისტები და ამავდროულად, ამბიციურებიც“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები