ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი: ახალი ღობეების აღმართვა კიდევ უფრო ჰყოფს მოსახლეობას

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ერიკ ჰოგი საოკუპაციო ხაზთან შექმნილ ვითარებას ტვიტერში ეხმაურება.
„დღეს დილით ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე სოფელ გუგუტიანთკართან ახლოს მიმდინარე „ბორდერიზაციის“ პროცესზე დაკვირვების მიზნით ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ორ თანათავმჯდომარესთან ერთად ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საპატრულო ჯგუფს შევუერთდი. ახალი ღობეების აღმართვა კიდევ უფრო ჰყოფს მოსახლეობას. ეს საკითხი ხვალ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების შეხვედრის დროსაც განიხილება “, – წერს ერიკ ჰოგი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები