ბრაზილიის პრეზიდენტი ამაზონის ტყის ხანძრის ქრობაში „დიდი შვიდეულის“ ლიდერების დახმარებაზე უარს ამბობს

ბრაზილიის პრეზიდენტმა ჟაირ ბოლსონარუმ ამაზონის ტყეში გაჩენილი მასშტაბური ხანძრების ქრობაში „დიდი შვიდეულის“ სამიტის მონაწილე ქვეყნების დახმარებაზე უარი თქვა.
როგორც 26 აგვისტოს „დიდი შვიდეულის“ სამიტის ფარგლებში საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, G7-ის მონაწილე ქვეყნები ხანძართან ბრძოლისთვის ბრაზილიას დაუყოვნებლივ 22 მლნ დოლარს გამოუყოფენ.
ბოლსონარუს აზრით კი ასეთი წინადადება მეტყველებს იმაზე, რომ ბრაზილიას, როგორც „კოლონიას“, აღიქვამენ. მისი თქმით, ეს ქვეყნის სუვერენიტეტის დარღვევის მცდელობაა.
ამ ფონზე, ბრაზილიის პრეზიდენტი გეგმავს ხანძრებს საკუთარი ძალებით გაუმკლავდეს.
უცხოური მედია ვარაუდობს,რომ ბოლსონარუს ასეთი რეაქცია ევროპელი ლიდერების მხრიდან წამოსულ კრიტიკას უკავშირდება, რომლებმაც თქვეს, რომ ხანძრებმა ასეთი მასშტაბი ბოლსონარუს გამო მიიღეს.
ამაზონის ტყეში ხანძრები აგვისტოს დასაწყისში დაიწყო. ბრაზილიის რამდენიმე შტატში საგანგებო მდგომარეობაც მიიღეს. ამასთან, ხანძრის კერების რაოდენობა მატულობს.
ადრე გახდა ცნობილი, რომ კანადა ბრაზილიის დასახმარებლად 15 მლნ დოლარს და თვითმფრინავებს გამოყოფს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები