სოფელ საყავრეში ცეცხლის ლოკალიზება დილიდან განახლდება – პროცესში კიდევ ერთი ვერტმფრენი ჩაერთვება

0

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ საყავრესთან ტყის მასივზე ცეცხლის ნაწილის ლოკალიზება ამ დროისთვის მოხერხდა, თუმცა რჩება ორი ძირითადი კერა, რომელსაც ამ დრომდე ვერ უმკლავდებიან.
როგორც ადგილიდან „კვირას“ ჟურნალისტი იტყობინება, ცეცხლის ქრობის პროცესი ამჟამად შეწყვეტილია და დილის 6:00 საათისთვის განახლდება.
ამასთან, მეხანძრეები, რომლებიც გორის მუნიციპალიტეტში თბილისიდან გაემგზავრნენ ადგილზე იმყოფებიან.
ხანძრის ქრობის პროცესი ასევე ვერტმფრენებმაც შეწყვიტეს.
როგორც „კვირას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენელმა განუცხადა, ხანძრის ქრობის პროცესში კიდევ ერთი ვერტმფრენი დაემატება.

 

კომენტარები

კომენტარი