პოლონეთში მეხის დაცემის შედეგად დაღუპულ ტურისტებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან

0

 

პოლონეთში, ტატრას მთის მასივებში მეხის დაცემის შედეგად დაღუპულ ტურისტებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან.

ამის შესახებ „კვირას“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

20 ტურისტისგან შემდგარ ჯგუფს მეხი დღეს დაეცა.

ტრაგიკული შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 13 წლის ბიჭია, რომლის გადარჩენაც ვერ მოხერხდა.

დაშავებულთა რაოდენობა, ჯერჯერობით, არ ზუსტდება.

კომენტარები

კომენტარი