სასამართლომ ლაურა ღაჭავას აღკვეთის ღონისძიების სახით 500 000 ლარის გირაო შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიზნესმენ ლაურა ღაჭავას აღკვეთის ღონისძიების სახით 500 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა.
ამასთან, მას აეკრძალა სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე.
შეგახსენებთ, რომ საგამოძიებო უწყებაში ლაურა ღაჭავას სახელმწიფოსთვის 2 მილიონ ლარზე მეტი ზარალის მიყენებას ედავებიან.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში 21 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ ლაურა ღაჭავას მიმართ საგადასახადო დოკუმენტების გაყალბების გზით, დამატებული ღირებულების გადასახადში ყალბი აქტივების შექმნისა და ამ გზით სახელმწიფოსთვის 2 160 955 ლარის ზიანის მიყენების ფაქტზე სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები